weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვეს – ეპარქია

21:36 პარასკევი, 05 აპრილი 2019
ფოტო © ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ფოტო © ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის N338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა N3-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო განთავსებული.

ეპარქიის ცნობით, მათ ნეშტები ამოასვენეს და 21 აპრილს ამავე ბაზის ტერიტორიაზე პატივით დაკრძალავენ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია აქვეყნებს 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას, რომელშიც 698 ადამიანია. მათი განმარტებით, ინფორმცია მოპოვებულია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან, რომელიც პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის „სრულიად არა საიდუმლოდ“ ფურცლებზე 1997–99 წლებში.

ეპარქიის განცხადებას „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი ადგილების დაზუსტებაზე 2012 წლიდან მუშაობენ და აქვთ ინფორმაცია, აჭარაში სად შეიძლება ყოფილიყო საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მასობრივი დახვრეტის ადგილები, თუმცა ეპარქიის მიერ დასახელებული ზონა მათი ინფორმაციის არეალში არ მოხვედრილა.

„ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ აღმოჩენას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ, რადგან იმ დროის პრაქტიკიდან გამომდინარე მსგავსი ზონები ერთდროულად რამდენიმე ადგილას შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის არარსებობის ფონზე, შეიძლება ეჭვს უფრო ამყარებდეს. კერძოდ:

ბათუმის მისადგომებთან გასული საუკუნის განმავლობაში ორჯერ იყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები: 1918 წელს, როდესაც ოსმალთა არმიამ დაიკავა ბათუმი და 1921 წელს, როდესაც ქართული არმიის ნაწილებმა უკანასკნელი ბრძოლა გადაიხადეს და ბათუმიდან მძიმე ბრძოლების შემდეგ ქემალისტთა სამხედრო ნაწლები განდევნეს. ამ ომებში დაღუპული ქართველი მებრძოლების დიდი ნაწილი სამხედრო პატივით დაკრძალეს ქალაქში, თუმცა ომში დაღუპული მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების დაკრძალვა სახელდახელოდ ხდებოდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონებში“, – წერს ირაკლი ხვადაგიანი.

მისივე თქმით, ეპარქიის განცხადებიდან არ ჩანს, ჩატარდა თუ არა სამედიცინო-კრიმინალური ექსპერტიზა და არსებობს თუ არა დასკვნა, რა გახდა ამ ადამიანების დაღუპვის მიზეზი.

„თუკი არ არსებობს კრიმინალისტიკური და არქეოლოგიური ექსპერტიზა, ძნელი სათქმელია, ვის კრძალავს ეკლესია პატივითა და ღვთისმსახურებით - 1920-1950-იან წლებში საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლთ აჭარიდან (მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ მუსლიმი იყო) თუ ოსმალეთის და მუსტაფა ქემალის არმიის ასკერებს“, – აცხადებს მკვლევარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]