weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე“ საჯარო რეესტრის გამოცდილება განიხილეს

10:13 შაბათი, 06 აპრილი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება დუბაიში გამართულ „მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე“ განიხილეს.

საერთაშორისო სამიტზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია წარმოადგენდა, რომელიც ღონისძიებას სპეციალური მოწვევით ესწრებოდა. მან ექსპერტებთან ერთად საპანელო დისკუსიაში მსოფლიოს მასშტაბით არსებული იმ ბლოკჩეინის პროექტების განხილვაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარს ძირეულად ცვლიან. ელენე გრიგოლიამ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება განიხილა და პროექტის მიმდინარეობისა და გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. ბლოკჩეინში ინტეგრირება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.

„Future Blockchain Summit 2019“ 2-3 აპრილს, დუბაიში გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიებაზე მოხსენებებით ბლოკჩეინის ეკოსისტემის 120-ზე მეტი სპიკერი წარსდგა, რომლებმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში გამოყენების გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, ბლოქჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და დუბაის მიწის მართვის დეპარტამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა. 

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]