weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ შამგონის მცხოვრები გაიტაცეს

10:25 შაბათი, 06 აპრილი 2019
ფოტო © EUMM ფოტო © EUMM

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გელა როსტობასია გაიტაცეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, ენგურზე თევზაობის დროს მოხდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები როსტობასიას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

გატაცებულის ოჯახში ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა მოხდეს გელა როსტობაიას დროულად გათავისუფლება.

„ეს არის რუსული ოკუპაციის მორიგი გამოვლინება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა“, – აღნიშნა გიორგი შენგელაიამ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]