weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ვაზგენ მირზახანიანი თანამდებობას ტოვებს

15:42 შაბათი, 06 აპრილი 2019

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ახალდანიშნული არქიმანდრიტის წარგენისას განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ი ავრცელებს.

„მინდა განვაცხადო, რომ ვაპირებ სომხეთში დაბრუნებასა და სასულიერო მოღვაწეობის ეჩმიაძინში გაგრძელებას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ეს ჩემი ბოლო ოფიციალური ვიზიტია სამცხე-ჯავახეთში. უახლოეს მომავალში სომეხთა სამოციქულო ეკლესიას საქართველოში ახალი წარმომადგენელი ეყოლება“, – ციტირებს Jnews-ი ეპისკოპოსის სიტყვებს.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის დანიშვნა მისი 17-წლიანი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია. Jnews-ის ცნობით, ვაზგენ მირზახანიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში მისი მოღვაწეობა ნაყოფიერი იყო. მისივე თქმით, თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.

ვაზგენ მირზახანიანი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად 2002 წელს, სომეხთა კათოლიკოსის მიერ დაინიშნა, ხოლო 2003 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]