weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

17:02 კვირა, 07 აპრილი 2019

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი დაშავდა. აფეთქება, რომელსაც ბინაში ნგრევა მოჰყვა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დაშავებულები საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები. იაშვილის კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აფეთქების შედეგად ერთ-ერთმა დაშავებულმა სხეულის 35%-იანი დამწვრიბა მიიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები შენობის ნანგრევებისგან გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებენ. მათივე ინფორმაციით, აფეთქებამ ოთხი ავტომანქანაც დააზიანა.

მოხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბუნებრივი აირის მიმწოდებელმა კომპანიამ „ყაზტრანსგაზმა“. ისინი აცხადებენ, რომ გაზის დაგროვებისა და აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

„ბინა, სადაც აალება მოხდა, მეზობლების ინფორმაციით, ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვბრებელი ფართი, წინასწარი ინფორმაციით, გუშინ დატოვეს“, – აცხადებს „ყასტრანსგაზი“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აწარმოებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]