weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ძალადობაში ბრალდებულ პედაგოგს ზუგდიდის სასამართლომ გირაო შეუფარდა

13:11 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაღის პედაგოგს, რომელსაც 5 წლის ბავშვზე ძალადობაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, აღსაზრდელზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტს საბავშვო ბაღში უარყოფენ. ბაღის გამგე ფატიმა ხუბუა ბრალდებას აბსურდს და „ცარიელ ჭიქაში ხმაურის ატეხვის“ მცდელობას უწოდებს.

„ეს გოგო ეკლესიურია... წესრიგისკენ მოუწოდა და აქტივობაში ჩართვისკენ მასწავლებელმა. სხვა არაფერი მომხდარა“, – განაცხადა ბაღის გამგემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]