weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შენ თქვი, რომ ნაგავი ხარ. ნაგავი სანაგვეზე უნდა იყოს – მიტროპოლიტი ბერ გაბრიელს

00:41 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

რუსთავის ეპარქია წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ცილისწამებაა, თითქოს ბერ გაბრიელს ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა.

„გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეომასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე, საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი“, – აცხადებს რუსთავის ეპრქია.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო, სავარაუდოდ, კრებაზე მყოფი სასულიერო პირების მიერ არის გადაღებული. ისინი, ისევე როგორც რუსთველი მიტროპოლიტი იოანე, ამბობენ, რომ ბერი გაბრიელი ნასვამ მდგომარეობაშია.

ვიდეოში ისმის, რომ მეუფე იოანე ბერ გაბრიელს მოუწოდებს, მომდევნო დღეს ეპარქიიდან წავიდეს, რაზეც ბერი უარს აცხადებს. მის გაძევებას რამდენიმე სასულიერო პირიც ითხოვს.

„საიდანაც მოხვედი, იქ წადი. გასაგებია? გაიგე თუ ვერა? ეს თხოვნ არ არის, ბრძანებაა. ეპარქიაში მე მაქვს უფლება. შენ სად გგონია შენი თავი?“, – ეუბნება მიტროპოლიტი ბერს.

ის ასევე ამბობს, რომ ბერმა მისი რჩევა არ გაითვალისწინა და „სისულელეების ლაპარაკი“ დაიწყო.

„მეუფე იოანე: შენ ვინ გგონია შენი თავი?

ბერი გაბრიელი: ნაგავი მგონია.

მეუფე იოანე: ხოდა, თუ ნაგავი ხარ, წადი სანაგვეზე. გასაგებია? შენ თქვი, რომ ნაგავი ხარ. ნაგავი სანაგვეზე უნდა იყოს. შენ თუ ხარ ნაგავი, სანაგვეზე წადი“, – ისმის ჩანაწერში.

რუსთავის ეპარქიამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გამოაქვეყნა. ტელეკომპანიასთან ბერი ადასტურებს, რომ რუსთავის ეპარქიაში სასულიერო პირებმა სცემეს. დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ ბერი სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში წირვა-ლოცვას უშვებდა, რაც მეუფე იოანემ აუკრძალა. „იმედის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 23 მარტს, ამ თემაზე Facebook-ში სტატუსი გამოაქვეყნა, ბერი გაბრიელი სასულიერო პირებმა დაიბარეს. ბერი ამბობს, რომ შეხვედრაზე მას სცემეს და მონასტერი დაატოვებინეს.

რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ბერის ცემას უარყოფს და აცხადებს, რომ ის წაიქცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]