weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი რუსეთის ციხიდან გათავისუფლდა

13:06 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ორენბურგის ოლქში მდებარე კოლონიიდან გათავისუფლდა. რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მის ბედს სამართალდამცველები გადაწყვეტენ.

„დღეს მისი სასჯელის მოხდის ვადა ამოიწურა. ტარიელ ონიანი გათავისუფლებულია კოლონიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისი შემდგომი ბედი სამართალდამცველების კომპეტენციაშია“, – განაცხადეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.

სააგენტო წერს, რომ შესაძლოა ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთიდან გააძევონ, რადგან მას ამ ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს.

ტარიელ ონიანი 2009 წელს დააკავეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გამოსასყიდის მიღების მიზნით მოსკოველი ბიზნესმენის გატაცებისთვის. ის სასჯელს ორენბურგის ოლქის ერთ-ერთ კოლონიაში იხდიდა, რა დროსაც სასჯელი ორი თვით შეუმცირდა.

2005 წლის ივნისში ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის 28 წევრი დააკავეს. მათ შორის იყვნენ ესპანეთის, რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები. მაშინ ონიანმა გაქცევა მოახერხა. მასზე საერთაშორისო ძებნა ესპანეთმა 2006 წელს გამოაცხადა. საქმე ეხებოდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების გამოძიებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]