weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქარტია ლაგოდეხის საკრებულოში ჟურნალისტის შესაძლო შეურაცხყოფის გამოძიებას ითხოვს

13:40 სამშაბათი, 09 აპრილი 2019
ფოტოზე: ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ფოტოზე: ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართადამცავ უწყებებს მიმართავს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჟურნალისტის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამოძიებას ითხოვს. საქმე ეხება რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მათ ჟურნალისტს, დავით ჭაბაშვილს საკრებულოს აპარატის უფროსმა, გიორგი მესხიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ქარტიისთვის, როგორც პროფესიული გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდეს რწმენა, რომ შეუძლია ინფორმაციის თავისუფლად მოპოვება და გავრცელება. მედიის ფუნქციაა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი, კანონდარღვევის მხილება და შესაბამისად, კრიტიკული მასალების მომზადება. ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია ყოველი ასეთი შემთხვევა იყოს დროულად და გამჭვირვალედ გამოძიებული“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, დავით ჭაბაშვილს გიორგი მესხიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა საკრებულოს სხდომაზე მიაყენა. ჟურნალისტის თქმით, სატელეფონო ზარის გამო სხომათა დარბაზს ტოვებდა, რა დროსაც მას „საკრებულოს აპარატის უფროსი დაედევნა, ქურთუკში ხელი მოკიდა და შეაჯანჯღარა“. ჭაბაშვილის თქმით, მესხიშვილმა მას უთხრა, რომ დეპუტატებს მუშაობაში ხელს უშლიდა და რეგლამენტს არღვევდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ „ჰერეთთან“ განაცხადა, რომ რეგლამენტი ჟურნალისტს საკრებულოს სხდომაზე გადაადგილებას არ უზუღუდავს. მისივე თქმით, საკრებულოს აპარატის უფროსს საყვედურს გამოუცხადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]