ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში, სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან და ცოცხალ ძალასთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც არის ჩართული.
„იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.