weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში ავტობუსებზე კიდევ 6 ქალი მძღოლი იმუშავებს – კალაძე

13:00 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ავტობუსის მძღოლად კიდევ ექვსი ქალი იმუშავებს. კალაძის თქმით, გადამზადების პროგრამა ოცდაერთმა ქალმა მძღოლმა წარმატებით გაიარა და D კატეგორიის მართვის მოწმობა მიიღო.

„სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს - ჩვენს სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლები შემოგვემატნენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით ექვსი ქალი დაემატება. ეს გადამზადების საინტერესო პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით 21-მა ქალბატონმა უკვე დადებითად გაიარა გადამზადება, D კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღო. ახალ ავტობუსებზე, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოვლენ საქართველოში, გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ქალბატონები მოემსახურონ, რაც ძალიან საინტერესო და კარგია“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ავტობუსის მძღოლებად ქალების გადამზადების პროგრამა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2018 წელს დაიწყო. მერიის განაცხადებით, პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. მათივე ინფორმაციით, ქალი მძღოლები, რომლებსაც 10 წლამდე ასაკის შვილები ეყოლებათ, შეღავათიანი სამუშაო გრაფიკით ისარგებლებენ. ექნებათ გარკვეული დანამატები და შვილის შეძენის შემთხვევაშიც მიიღებენ ფულად დახმარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]