ადგილზე აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი, გაიმართა თემატური ღონისძიება, სადაც ახალგაზრდებმა 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და თავისუფალ საქართველოში ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა.
[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია