„რეგინფოსთან“ საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, რომ ავთო კიკნაძეს გამჭოლი ჭრილობა მარცხენა წინამხრის არეში აქვს მიყენებული. მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
როგორც „რეგინფოს“ უნივერსიტეტში განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც სტუდენტს ესროლა ამ უნივერსიტეტში არ სწავლობს, რადგან თვითმხილველებმა ვერ იცნეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ არ უძღოდა შელაპარაკება და უცნობია, რა გახდა სროლის მიზეზი.