weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

17:48 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა! თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. მემორიალზე გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

ღონისძიებას თელავის კულტურის ცენტრის, ისტორიული მუზეუმის, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯის, თელავის მთავარი ბიბლიოთეკის, საჯარო სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„9 აპრილი არის ტრაგედია, რომელმაც დამოუკიდებლობა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ვალია, არ დავივიწყოთ ეს გმირები და გავუფრთხილდეთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას!“ - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ აკურაში ყვავილებით და სანთლებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპული გმირის - შალვა (დათო) ქვასროლიაშვილის საფლავი. აქვე აკურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შალვა ქვასროლიაშვილის გმირობის შესახებ ისაუბრეს: შალვა ფეხმძიმე ქალის გადასარჩენად წინ აღუდგა სადამსჯელო რაზმს და თავი გასწირა. იგი 35 წლის ასაკში ნიჩბით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. გადარჩენილ ქალბატონს ვაჟიშვილისთვის მადლიერების ნიშნად მისი სახელი დაურქმევია.

დიდება გმირებს! #მადლობათავისუფლებისთვის!

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]