weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აფხაზეთში შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

18:13 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სოხუმის მცხოვრები 9 წლის შვილის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის თანამზრახველს კი 19-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, მოკლული გოგონას მამა უდანაშაულოა და ის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, 9 წლის გოგონას ცხედარი 2013 წლის 2 დეკემბერს, სოხუმის ერთ-ერთ რაიონში, მიტოვებულ სახლში მამამ იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. გაუპატიურებისთვის ბრალი სოხუმის მკვიდრს, მ. ბურიაკს წაუყენეს, რომელიც მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი მოხუცი ქალების გაუპატიურებისთვის. 2016 წლის ივნისში კი ცნობილი გახდა, რომ საქმეში მეორე ბრალდებული მოკლული გოგონას მამა იყო. პროკურატურის განცხადებით, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტი პოლიგრაფიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომელიც დანაშაულის ჩადენიდან 2 წლის შემდეგ, ბურიაკის მოთხოვნით ჩატარდა.

გოგონას მამა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 14-წლის ასაკამდე მიუღწევლის გაუპატიურებაში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის განზრახ სასტიკ მკვლელობაში, რაც სხვა დანაშაულის დაფარვას ისახავდა მიზნად და ცრუ ჩვენების მიცემაში. ხოლო მ. ბურიაკი დამნაშავედ იქნა ცნობილი არასრულწლოვანის გატაცებაში, 14 წლის ასაკამდე მიუღწევეთან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებების განხორციელებსა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

სასამართლოს დარბაზში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ქალიშვილის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ არ ენდობა პროკურატურას, რომელმაც მისი ცხოვრება დაანგრია.

„ჩემი ცხოვრება მას შემდეგ გაჩერდა, რაც ქალიშვილი დავკარგე. ამ ტრაგედიის შემდეგ, ჩემი ცხოვრების აზრი გახდა იმ ადამიანის პოვნა, ვინც ეს ჩაიდინა, ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენა. მაგრამ პროკურატურამ ჩემი შვილის მკვლელობის პირველივე დღეებიდან ღიად დაიწყო საუბარი ამ საქმეში ჩემს შესაძლო მონაწილეობაზე“, - აღნიშნა ბრალდებულმა.

აღსანიშნავია, რომ ეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბავშვის გაუპატიურების პირველი გახმაურებული საქმე არ არის. 2017 წლის 12 ივნისს, ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგონა გააუპატიურეს. დანაშაულში ბრალდებული ე.წ. პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ა. ჯოპუაა. 17 ივნისს გაუპატიურებული გოგონას უფროსი დის ცხედარი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოგონას მამაა, რომელსაც პროკურატურა ეძებს. მოკლული გოგონას ნათესავები აცხდებენ, რომ მამამ შვილი ა. ჯოპუას ძმის წაქეზებით მოკლა, რომელიც იმ დროს პარლამენტის წევრი იყო. 19 და 20 ივნისს სოხუმში აქციებიც გაიმართა, სადაც ჯოპუას დასჯა და მისი ძმის პასუხისმგებლობაში მიცემა მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]