weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ასაფეთქებელ ნივთიერებაზე ცრუ შეტყობინებისთვის ერთი პირი დააკავეს

17:18 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ პოლიციას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. შსს-ს ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

„დაკავებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს „112“-ში დარეკა, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული თავადაც აღნიშნულ კაზინოში იმყოფებოდა.

ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და გამნაღმველები. დაუყოვნებლივ მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია და ჩატარდა ყველა შესაბამისი სამუშაო. ასაფეთქებელი მოწყობილობა კაზინოში არ აღმოჩნდა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]