„დაკავებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს „112“-ში დარეკა, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული თავადაც აღნიშნულ კაზინოში იმყოფებოდა.
ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და გამნაღმველები. დაუყოვნებლივ მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია და ჩატარდა ყველა შესაბამისი სამუშაო. ასაფეთქებელი მოწყობილობა კაზინოში არ აღმოჩნდა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.