weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში ფერმერებს თხილის შესაწამლ აპარატებს დაურიგებენ

22:01 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცეს, რომლებიც სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში ფერმერებს უნდა დაურიგდეთ.

სამინსტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ასოციაციას 100 შესაწამლი აპარატი გადაეცა, სულ კი 2000 აპარატის გადაცემაა დაგეგმილი.

„თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, შესაწამლი აპარატების დარიგება სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში დღეიდან დაიწყო და გურიასა და იმერეთში გააგრძელებს“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ცნობით, თხილის გადარჩენის პროგრამაში 15 000-მდე ფერმერია ჩართული.

„გარდა აპარატებით უზრუნველყოფისა, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება აქვთ, შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები. ასოციაციის აგრონომები ზედამხედველობას გაუწევენ აგროღონისძიებების ხარისხიანად ჩატარებას, რაც მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღების წინაპირობაა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]