weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოზურგეთში საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

09:49 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანია „სოფოში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა, რის შედეგადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კილოგრამამდე საქონლის ხორცი და 207 კილოგრამი ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

„სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა - შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]