weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადიგენში მდინარეში 45 წლის ქალი და 8 წლის ბავშვი დაიხრჩვნენ

20:03 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

ადიგენის რაიონის სოფელ გურგულთან, მდინარე ქვაბლიანში 8 წლის ბიჭი და 45 წლის ქალი დაიხრჩვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეგობრებთან ერთად მდინარეში ბანაობდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. ქალი, რომელიც ბიჭის მამიდა იყო, წყალში საშველად გადახტა, თუმცა ისიც დინებამ წაიღო. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

„თოკები ყოფილა ჩამოკიდებული და ზედ თამაშობდნენ. ბავშვს ხელი გაუცურდა დ ჩავარდა, წყალმა რომ წაიღო, მამიდაც გადახტა, ბეტონებია, ფეხი ვერ მოიკიდეს და ორივე დაიხრჩვნენ“, – უთხრა "სამხრეთის კარიბჭეს" ადიგენის საკრებულოს დეპუტატმა გოჩა ჯანელიძემ.

ადგილობრივების განმარტებით, ბავშვი სოფელ ხევაშენში ცხოვრობდა და ადიგენში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.

გარდაცვლილები ახალციხის რაიონულ პროზექტურაში არიან გადასვენებული. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]