weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხენისა და ვირის ხორცის საქონლის ხორცად გასაღებაში ორი პირი ამხილეს

10:16 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი, რომლებიც რეგიონებში იძენდნენ ცხენისა და ვირის ტანხორცს და შემდეგ თბილისში, ბაზრობებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში საქონლის ხორცის სახით ყიდდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ტანხორცს, რომლის ტრანსპორტირებაც ხდებოდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე კუსტარული წესით მოწყობილ ე.წ. ბოინში, სადაც ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დარბილება-დამუშავებას და მის შემდგომ რეალიზაციას ბაზრობებზე და სხვადასხვა კვების ობიექტებზე საქონლის ხორცის სახით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ბაზრობაზე, ასევე რამდენიმე ობიექტზე ამოღებულია დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ცხენის და ვირის დნმ-ს. ასევე ე.წ. ბოინში აღმოჩენილი იქნა ცხენისა და ვირის სხეულის ნაწილებიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]