"12 გადარჩენილს შორის ძირითადად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დამსვენებლები არიან, რაც ზღვაში ბანაობის დროს დაუშვებელია. ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო "ანბანის კოშკის" წინ, სადაც მაშველებმა სიცოცხლის რისკის ფასად 2 დამსვენებელი გადაარჩინეს. პირადი შემადგენლობა მზად არის, რომ დამსვენებლებს მოემსახუროს, რათა უსაფრთხოდ დაისვენონ. მათ თხოვნით მივმართავ, რომ დაემორჩილონ მაშველების მოთხოვნებს და გაითვალისწინონ ამინდის ცვლილება", - განაცხადა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ.
მისივე ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ხვალ საღამომდე შენარჩუნდება.
საზღვაო სეზონის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სულ 135 მაშველია მობილიზებული. სანაპიროზე ისინი გათენებიდან დაღამებამდე მუშაობენ. ხოლო ღამით, როდესაც მხედველობის არეალი შეზღუდულია, რეაგირება 112-ზე შესული ზარების საფუძველზე ხდება.
მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი დღეს გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +28°-მდე ჩამოვა. მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება. არამდგრადი ამინდი და დაბალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 8 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება.