„სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ვახტანგ შაქარიშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 2017 წლიდან წარმოადგენს, ჯაბა ჯიშკარიანი კი 2014-2017 წლების მეხუთე მოწვევისა და 2017 წლიდან მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრია.