weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტი დაცულ ლანდშაფტებში ენერგო-ობიექტების მშენებლობის პროექტს განიხილავს

12:22 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, დაცულ ლანდშაფტებში დასაშვები ხდება მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა.

საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გაიტანა. კომიტეტმა ცვლილებებს მხარი შენიშვნებით დაუჭირა. კერძოდ, კომიტეტი მთავრობას სთავაზობს, დაცულ ლანდშაფტებში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორცილების თაობაზე ჩანაწერი ამოღებულ იქნას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შეფასებით, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორცილება ამ ტერიტორიებზე დაუშვებელია.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მზად არიან კონსულტაციებისათვის. მისივე თქმით, კანონით დაცულ ლანდშაფტებში მხოლოდ ისეთი ობიექტების მშენებლობას დაუშვებენ, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც მთავრობა განმარტავს, კანონპროექტის მიზანია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა, დაცული ტერიტორიის მართვა შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმაც. ასევე, დადგინდეს წესი დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით არაა ცნობილი, რომელიმე დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განზრახულია თუ არა ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]