მთავრობის 4 აპრილის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს გამოუყოს 150 ათასი ლარი, რომელიც შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა. აღნიშნული თანხა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან უნდა გამოიყოს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შექმნა გასული წლის ნოემბერში დაანონსდა. ფაკულტეტზე სტუდენტების მიღება 2019-2020 სასწავლო წლისთვის იგეგმება.