weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სასამართლოში ე.წ. სამეფო დავის განხილვა შეწყდა

15:52 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. სამეფო დავის განხილვა შეწყდა. მოსამართლემ განმარტა, რომ სარჩელის განხილვის საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელე მხარის ადვოკატმა განაცხადა, რომ განჩინებას გაასაჩივრებენ.

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენებას ედავებოდნენ. მოსარჩელე მხარე მოითხოვდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება ჩამორთმეოდა. ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ისაუბროს სამეფო სახლის სახელით, გასცეს ჯილდოები და ორდენები.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ლევან ჩხეიძე კი აცხადებდა, რომ ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახს ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ისინი სასამართლოს გზით ცდილობენ მიიღონ სახელმწიფოსგან აღიარება. ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში გვარად სიხარულიძეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]