weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ყველა ადგილობრივი, ვინც მიწებით სარგებლობს, კომპენსაციას მიიღებს – ნენსკრა ჰიდრო

17:57 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ სახელმწიფოსგან გადაცემულ მიწებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველა ადგილობრივი მოსახლე, ვინც მიწებით სარგებლობს, შესაბამის კომპენსაციას მიიღებს.

„ნენსკრა ჰესის“ განცხადებით, ადგილობრივებს არ გააჩნიათ საკუთრების უფლების დამდგენი ისეთი დოკუმენტი, რომელიც მათ მისცემდა საშუალებას, მიწები კერძო საკუთრებაში დაერეგისტრირებინათ.

„სს „ნენსკრა ჰიდრო“ აღიარებს მიწის ტრადიციულ, ფაქტიურ მფლობელობას და პროექტის ზემოქმედებაში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დროებითი ან მუდმივი დანაკარგისთვის უზრუნველყოფს შესაბამის კომპენსაციას სრული ჩანაცვლებითი ღირებულებით, იმავე პრინციპებით როგორც ახორციელებს რეგისტრირებული საკუთრების უფლების შემთხვევაში“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, ნენსკრას ხეობაში, პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული მიწების ძირითადი ნაწილი უკვე დაკომპენსირებულია ზემოთხსენებული პოლიტიკითა და პრინციპებით.

„რაც შეეხება ნაკრას ხეობას, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები, მიწის კატეგორიის განსაზღვრა და მათი ინვენტარიზაცია შემდგომში დანაკარგის განსაზღვრისა და კომპენსაციის მიზნით“, – განმარტავენ „ნენსკრა ჰიდროში“.

საქართველოს მთავრობა „ნენსკრა ჰიდროს“ სოფელ ნაკრაში, სოფელ ხაიშის მიმდებარედ და სოფელ ჭუბერში ჯამში 222 141 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას გადასცემს. აქედან 221 831 კვ.მ კომპანიას 55 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა, ხოლო 310 კვ.მ-ს საკუთრებაში სიმბოლურად ფასად - 1 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]