weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს

22:33 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - გიორგი პატარაია და ანა წითლიძე დააკავეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესი“ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ასევე დაკავებულია მანუჩარ ჩხეტია.

დაკავება სოფელ ნარაზენში, პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები სავარაუდოდ ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამნისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

„ლაივპრესის“ ცნობით, ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან არიან შეკრებილები, სადაც დაკავებულები იმყოფებიან.

სოფელ ნარაზენში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]