weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ 3 წევრი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

22:58 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი - გიორგი პატარაია, ანა წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა“, – აცხადებენ შსს-ში.

დაკავებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას ედავებიან.

სოფელ ნარაზენში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]