weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბჭოს ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს

00:09 პარასკევი, 12 აპრილი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა - დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

„ბათუმელებთან“ საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა განაცხადა, რომ საბჭო ხვალ შეიკრიბება და წარმოდგენილ არგუმენტებზე იმსჯელებს.

„რასაც გავეცანი, წერილი ეხება პროგრამულ პრიორიტეტებს, ფონდების მიერ დაფინანსებულ გადაცემებს, რაც მრჩეველთა საბჭოს გვერდის ავლით მოხდა, რამდენიმე გადაცემაზეა საუბარი [მათ შორისაა გადაცემა „ათვლის კუთხე“ და „სათქმელი“]; ხელფასებთან დაკავშირებით, ბოლო დროს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ასევე ლაპარაკია ირაკლი ბარამიძის სასამართლო პროცესზე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნატა იმედაიშვილმა.

თუ ხუთწევრიანი ბორდიდან სამი წევრი მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ მისცემს ხმას, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]