weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიმდინარე პროცესები სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება – აჭარის ტელევიზია

09:53 პარასკევი, 12 აპრილი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ეხმაურება მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის, ირაკლი დარცმელიძის და გიგა ჩხარტიშვილის მოთხოვნას დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადებით, 11 აპრილს მათთვის ცნობილი გახდა, რომ მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართეს დირექტორის, ნათია კაპანაძის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა. მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია, ირაკლი დარცმელიძისა და გიგა ჩხარტიშვილის განცხადება 10 დღის ვადაში განიხილოს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დარჩა. სამი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]