არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი საქართველოს მოქალაქე იყო.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამ დროისთვის ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მოძრაობა აღდგა.