ლია ბაქაურის თქმით, წინუბანში საქონელს უახლოეს დღებში აცრიან. ვეტერინარები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თუ მათ პირუტყვს კვლევის შედეგად ბრუცელოზი დაუდგინდება, სასაკლაოზე, ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ დაკლან.
ბრუცელოზით სამცხე–ჯავახეთში საქონელი ყოველწლიურად ავადდება. „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, 2014 წელს ბრუცელოზი ერთდროულად რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მძვინვარებდა. ამ წელს 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა.
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, ან მისგან მიღებული პროდუქტით. დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად მხოლოდ თერმული დამშავების შემდეგ არის დაშვებული. მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი.