weather cur horoscope tv
დეკემბერი 14, 2019

1%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ რამე გვეშველება – კვლევა

13:06 პარასკევი, 12 აპრილი 2019 hits 229

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ერთი პროცენტით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ „რამე გვეშველება“.

კითხვაზე „თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე?“, გამოკითხულთა 58%-მა უპასუხა „დიახ“, 27%-მა – არა, ხოლო 15%-ს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს ან არ იცის პასუხი.

2018 წელს ჩატარებულ კვლევაში იგივე კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 59%-მა გასცა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა. კვლევის პერიოდი 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ის ფარგლებშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]