weather cur horoscope tv
დეკემბერი 14, 2019

31%-ის აზრით, ნაცნობობა საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – კვლევა

14:08 პარასკევი, 12 აპრილი 2019 hits 662

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, პროფესიონალიზმი კვლავაც არ წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმების მთავარ კრიტერიუმს.

რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი (31%) მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნაცნობობა. განათლებას დასაქმებისთვის მნიშვნელოვან პირობად მხოლოდ 28% ასახელებს, ხოლო პროფესიონალიზმს - 19%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა. კვლევის პერიოდი 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ის ფარგლებშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]