weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

13 არასამთავრობო ორგანიზაცია ნათია კაპანაძეს მხარდაჭერას უცხადებს

15:14 პარასკევი, 12 აპრილი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას 13 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ისინი კაპანაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ გათვითცნობიერებული უნდა იქნას ის ზიანი, რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში საქართველოში მედიის თავისუფლებას მიადგება.

გუშინ, 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართეს და ნათია კაპანაძის უნდობლობის პროცედურის დაწყება მოითხოვეს.

„დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი აღნიშნავენ, რომ აჭარის ტელევიზია, ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი - მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ISFED.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]