weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კარლო ლაფერაძე ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს

11:05 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩინოვნიკებს შორის ყველაზე მაღალ ხელფასს კარლო ლაფერაძე იღებს - თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი. მისი ანაზღაურება წელიწადში 83 021 ლარია, რაც აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასს, ხოლო თბილისის მერის ხელფასზე თითქმის 2,2-ჯერ მეტია.  

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოიკვლია, რომ საქართველოში არსებული 71 მუნიციპალიტეტის მოხელეებს შორის ყველაზე მაღალ ანაზღაურებას თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე იღებს.

თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 600 ლარია, თუმცა კარლო ლაფერაძე ხელფასთან ერთად სოლიდურ დანამატებსაც იღებს, რის გამოც მისი რეალური ანაზღაურება თვეში 6 074 ლარს აღწევს. 

ამ თანამდებობის გარდა, კარლო ლაფერაძე ასევე არის თბილისის მერთან არსებული მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის წევრიც, რაშიც ცალკე ანაზღაურება ეძლევა - წელიწადში 10 871 ლარის ოდენობით.

კარლო ლაფერაძის წლიური სახელფასო ანაზღაურება საერთო ჯამში 83 021 ლარია, ანუ თვეში საშუალოდ 6 918 ლარი.

შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასის ოდენობა წელიწადში 82 800 ლარია (თვეში 6 900 ლარი), პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 031 ლარი (თვეში - 6 669 ლარი), პრემიერ-მინისტრისა კი 51 370 ლარი (თვეში 4 280 ლარი).

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  2016 წლის განმავლობაში მხოლოდ 38 160 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 3 180 ლარი, რაც მისი ხელქვეითის ხელფასთან შედარებით თითქმის 2,2-ჯერ ნაკლებია.   

კარლო ლაფერაძე თბილისის მერიაში ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე 2015 წლის აპრილიდან მუშაობს.

                                                                                                                                                         

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]