weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის თანამდებობა დატოვა

17:17 პარასკევი, 12 აპრილი 2019

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მალე გახდება ცნობილი, სად გააგრძელებს საქმიანობას. ჯაფარიძე მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი, მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა, რომ ის ადამიანი, ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური, ისე ფინანსურით) იმისთვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება. ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და, ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია, რომ სხვადასხვა სახის გამოწვევებს, უბრალოდ, ვეღარ გავუმკლავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე, ყველაფერს გაუმკლავდები“, – წერს სოფო ჯაფარიძე.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მას პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე.

სოფო ჯაფარიძე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ 2014 წელს დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]