დღეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა საბჭოს წევრებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა და მათი წინადადებები მოისმინა. ასევე, მან საბჭოს წევრებს საკრებულოზე განსახილველი პროექტები გააცნო.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.