weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რა დისკოთეკებს მართავ – გრებენშიკოვს მღვდელმა მონასტერთან სიმღერა შეაწყვეტინა

12:32 კვირა, 14 აპრილი 2019

რუს მუსიკოსს, ჯგუფ „აკვარიუმის“ ლიდერს, ბორის გრებენშიკოვს მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან სასულიერო პირმა სიმღერა შეაწყვეტინა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მსმენელებით გარშემორტყმულ მუსიკოსებს მღვდელი სიმღერასა და დაკვრას აწყვეტინებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„გადაიყვანე ჭიშკართან. რა კონცერტებს მართავ აბა ეკლესიის ეზოში, რა დისკოთეკებს მართავ? ცნობილი კი არა, რა კონცერტებს მართავ“, – ამბობს სასულიერო პირი.

გრებენშიკოვი და „აკვიარიუმი“ საქართველოში კონცერტის გასამართად იმყოფებიან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]