„დარჩა ორი კვირა და ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით. ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა, დაემსგავსა ანგელოზს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ იორდანეს მდინარეზე ფეხით დადიოდა, როგორც დედამიწაზე. ჩვენ შევთხოვთ მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ ქართული ენის დღესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ, რომ როდესაც საშიშროება ელოდება ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული, ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ილია მეორემ.