weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაია ცქიტიშვილმა და ქეთევან ციხელაშვილმა პანკისში შეხვედრები გამართეს

16:37 შაბათი, 13 აპრილი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილმა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტისა მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

სოფელ ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრში მინისტრები პანკისის ხეობის ახალგაზრდებს შეხვდნენ, სადაც ისაუბრეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე. მათ შორის, განათლების, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მეტი პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე.

სოფელ მატანისა და სოფელ ომალოს მოსახლებასთან შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. მინისტრებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების შესახებ.

სოფელ დუისში,მინისტრები ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ისაუბრეს საჭიროებებზე, რომლებიც აუცილებელია ხეობის განვითარებისათვის. ასევე აღინიშნა მეწარმეობის ხელშეწყობის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა.

[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]