weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებს საელჩო მიმართავს

15:28 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

ისრაელში საქართველოს საელჩო 27 აპრილს, იერუსალიმში, მაცხოვრის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ამ მოვლენასთან დაკავშირებით წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, პოლიცია უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს.

„ამ დღისთვის მოქალაქეებმა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია, თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება“, – აცხადებენ საელჩოში.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შესაძლოა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად ჩაითვალოს. შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ძალა.

„აუცილებელია, ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებში შედის ტაძარში წესრიგის დამყარება. მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან“, – აცხადებენ საელჩოში.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას პოლიციის უახლოეს განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

„ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულებისა და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ისრაელის საზღვრის კვეთისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]