weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

11:46 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 მაისს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება სამი სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკომ მიიღო განკარგულება, რომელიც საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

„კანონმდებლობისა და ზემოაღნიშნული განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი, ხოლო დანარჩენ 9 საარჩევნო სუბიექტს - წილისყრით მიეკუთვნათ რიგითი ნომრები. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის პირველი მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკსა და 6 საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.

„8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 პოლიტიკური პარტია და 6 საინიციატივო ჯგუფი. ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიას და 9 საინიციატივო ჯგუფს; ზემოაღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია“, –განმარტა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ცესკოს ინფორმაციით, წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებს შემდეგი რიგითი ნომრები განესაზღვრათ:

№33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

№9 – „თავისუფალი საქართველო“

№40 – „სახალხო პარტია“

№24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“

№21 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

№35 – „გირჩი“

№38 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“

№13 – საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“

№39 – „ქრისტიან-კონსერვატორები“

საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი და მათივე მოთხოვნის საფუძველზე განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი:

№1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

№2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

№3 – „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“

№4 – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“

№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“

№8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№17 – „საქართველო“

№18 – „ტრადიციონალისტები“

№23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

№27 – „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“

№28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

№31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“

№41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]