weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია დაიწყო და 2020 წელს დასრულდება

13:13 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

გოდერძის უღელტეხილზე, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რეკონსტრუქცია დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთს და აჭარას უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება.

გზების დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ პროექტი ტურუსტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, განავითაროს საოჯახო ბიზნესი, სასტუმროები და ტურიზმის სერვისები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47-კილომეტრიან გზას და 7 ხიდს. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ დროისთვის, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამობილიზაციო და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. მაისიდან კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 110 210 777 ლარია. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]