weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მართვის მოწმობას ქულები ვიდეოჯარიმის შემთხვევაშიც ჩამოაკლდება – შსს

14:51 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სამინისტრომ უკვე მოამზადა.

ჯავახაძის განცხადებით, კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც ავტომანქანა იქნება რეგისტრირებული.

„მფლობელი რომ აძლევს მანქანას ვიღაცას, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ეს ძალიან აპრობირებული პრაქტიკაა. ამის ამოქმედების შემდეგ უკვე სახიფათო იქნება - „მოდი ძმაკაცს ვათხოვო მანქანა“, ან „ჩემი პატარა შვილი დავსვა საჭესთან“. ასევე ნაპოვნია გზა, რათა სამართლებრივად დარეგულირდეს ლიზინგების თემაც“, – განაცხადა ჯავახაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]