weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი, რომელიც კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობს – მურუსიძე

11:18 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანი არის მოსამართლეთა გუნდი, რომელიც კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობს. მურუსიძის თქმით, იმ პრინციპით, რა პრინციპითაც არასამთავრობო სექტორი მათ „კლანს“ უწოდებს, არასამთავრობო სექტორიც გამოდის „კლანი“.

„ისინი არიან ერთიანად დარაზმულები. არასოდეს განსხვავებული აზრი არ აქვთ. სასამართლოს ლანძღვაში არიან აბსოლუტურად ერთიანები... არასამთავრობო სექტორში არ არსებობს ჯგუფი? არ არიან ლიდერები? არ არის ეკა გიგაურის, სალაძის ჯგუფი? ესენი ჯგუფურად არ გამოდიან და სასამართლოს მიმართ უარყოფით პოზიციას არ აფიქსირებენ? კლანი ვუწოდოთ?“, – განაცხადა მურუსიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ე.წ. კლანი, როგორც მოსამართლეთა გარკვეულ ჯგუფს მოიხსენიებენ, პატიოსანი ადამიანების თვალში დანაშაულებრივ ჯგუფად აღიქმება.

„ახლა რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში ამ 4–5 წლის მოღვაწეობის შედეგად - სტრასბურგის სასამართლოში 11-ჯერ შემცირდა მიმართვიანობა, ათასობით საქმე იხილება სასამართლოში და ხალხი სამართალს პოულობს, უამრავი გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოდის.

ე.წ. კლანი არის გუნდი, რომელიც ცდილობს, რომ გააკეთოს კეთილი საქმე და საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო.

ბუნებრივა, ამ გუნდის წევრი არის ჩინჩალაძეც. ამ გუნდში არის სამასი კაცი. სამას კაცში ვგულისხმობ ყველას, ვინც მუხლჩაუხრელად იბრძვის იმისთვის, რომ კონკრეტულ დარბაზში, როდესაც შედის მოსამართლე და კონკრეტულ საქმეს იხილავს, გამოიტანოს სწორი გადაწყვეტილება. აი, ესენი არიან ე.წ. კლანის წევრები, ცდილობენ რომ მოქალაქეებს სამართალი არ დაუკარგოს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]