weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში მარჯვენასაჭიანი ტაქსის მძღოლები „ბ კატეგორიაში“ მუშაობას 2021 წლამდე შეძლებენ

12:45 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება. მისი თქმით, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმება მიღწეულია და მერია თანახმაა, მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ კატეგორიაში“ 2020 წლის ბოლომდე დაუშვას.

„მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც მათ ჰქონდათ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები მომზადებულიყვნენ, მომხდარიყო ამ ავტომობილების ჩანაცვლება და გვთხოვეს, რომ „ბ კატეგორიაში“ მარჯვენასაჭიანი ტაქსები იყოს დაშვებული. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ ეს დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში ის, რომ მარჯვენასაჭიანები აიკრძალება „ბ კატეგორიაში“. მათ აქვს წელიწადნახევარი იმისთვის, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია, რადგან კარგად გვესმის ამ ადამიანების და ზოგადად არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან უკვე მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების მიმდინარე რეფორმაზე  27 მარტს ისაუბრა და განაცხადა, რომ „ა კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე მძღოლებს აქვთ ვალდებულება, ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი. ამასთან, „ა კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემათ სპეციალური მანათობელი. რაც შეეხება „ბ კატეგორიის“ ლიცენზიანტებს, მათ არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვისა და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ მგზავრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]