weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჯარო რეესტრსა და ეროვნული ბლოკჩეინის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

15:38 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „საქართველოს ეროვნული ბლოკჩეინის სააგენტოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, ივანე ცარციძემ და ბლოკჩეინის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ ყამარაულმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის და განაწილებული მონაცემთა ბაზების სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული ტრენინგების პროგრამის შემუშავებას, ასევე, შესაბამის პროექტებში ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და სამართლებრივი რეგულირების ექსპერტების ჩართულობას ითვალისწინებს.

უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლიდან დაიწყო და მსოფლიოში პირველი საჯარო უწყება გახდა, რომელმაც ეს ინოვაციური ტექნოლოგია სახელმწიფო სერვისებში დანერგა. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.

ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

 

[R] საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]