weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უამინდობის გამო გუდაური-კობის გზაზე მგზავრებით სავსე ავტობუსი ჩარჩა

16:18 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

თოვლისა და ქარბუქის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ავტომობილებისთვის გზა გაიხსნა. როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რამდენიმე ავტომობილი ნამქერში ჩაეფლო და გზა ჩახერგა. გადაადგილებას ვერ ახერხებდა ავტობუსიც, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფებოდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომ 20 ადამიანი, მათ შორის მოხუცები და ორსული ქალი, გზაში დილით 6 საათიდან იყვნენ გაჩერებულები.

„სამი კაცი მოვიდა, მაშველი - გადაგიყვანთ სადმეო. გადასასვლელი პირობა არ იყო, ვერ ვივლიდით, მუხლებამდეა თოვლი, თან ქარია და ისეთ ადგილას ვდგევართ არ გადავჩეხილიყავით მეშინოდა. არა გვაქვსო, არც ტრაქტორი არ გვყავს და არაფერიო ვერაფერი ვერ ამოვაო“, – ამბობს მგზავრი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ თოვლში ჩარჩენილ მგზავრებს დროებით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას სთავაზობდნენ, თუმცა მათ უარი განაცხადეს და გადაწყვიტეს გზის გახსნას დალოდებოდნენ.

უამინდობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილიდან აკრძალულია. როგორც „რეგინფოს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, უცნობია, როდის გაიწმინდება გზა და აღდგება მოძრაობა. გზის გაწმენდას ხელს ქარბუქი უშლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]